უკრაინის შეიარაღებული ძალები – რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასშტაბური დარტყმისთვის 805 დრონი და რაკეტა გამოიყენეს

რუსმა ოკუპანტებმა 7 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე მასშტაბური დარტყმისთვის 805 თავდასხმის დრონი და რაკეტა გამოიყენეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავზე დაფიქსირდა 805 უპილოტო საფრენი აპარატი, „ისკანდერ-კ“ ტიპის 9 ფრთოსანი რაკეტა და „ისკანდერ-მ/კნ-23“ ტიპის 4 ბალისტიკური რაკეტა.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის ოპერაციის შედეგად, შესაძლებელი გახდა სამიზნეების უმეტესობის – 747 უპილოტო საფრენი აპარატის, ასევე „ისკანდერ-კ“ ტიპის 4 რაკეტის – ჩამოგდება/განეიტრალება.
შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინას ღამით დრონებით და რაკეტებით შეუტიეს, აფეთქებების ხმები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ისმოდა, მათ შორის: დედაქალაქ კიევში, ხარკოვში, ოდესაში, კრემენჩუკში, კრივი-რიჰში, დნიპროში. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ