უკრაინის შეიარაღებული ძალები – რუსები უკრაინას 147 დრონით დაესხნენ თავს, დაზარალდა კიევის, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის, ოდესისა და დონეცკის ოლქები

რუსებმა ს წუხელ 147 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, აქედან 97 – უკრაინელებმა ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 25 დრონი დაიკარგა.
საოკუპაციო ძალებმა დრონები ს ქალაქებიდან: მილეროვოდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.
უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება დაფიქსირდა უკრაინის სამხრეთ, ჩრდილოეთ, დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში.
რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ს, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის, ოდესისა და დონეცკის ოლქები.
დრონებით თავდასხმის შედეგად კიევში დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი. დაშავდა კიდევ 10 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბავშვი.
უკრაინული მედია წერს, რომ საჰაერო თავდაცვა ზედიზედ მესამე დღეა 100-მდე რუსულ დრონს ანადგურებს, კერძოდ, უკრაინელებმა გუშინ 100, გუშინწინ კი – 114 დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს