უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური – უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, 29 ივნისის ღამეს რუსებმა პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით Shahed-131/136 ტიპის 10 დრონი გაუშვეს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავების, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებისა და მობილური საცეცხლე ჯგუფების მუშაობის შედეგად, ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ჩერკასისა და ვინიცის ოლქებში ყველა დრონი განადგურდა“, – განაცხადა ნიკოლაი ოლეშჩუკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ თალაკვაძე ეროვნულ ნაკრებს – მადლობა გამორჩეულად კარგი ფეხბურთისთვის! ევროპულ მოედანზე თქვენ ყველას აჩვენეთ, რომ საქართველო თანასწორია და საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია

ჰერმან საბო – გვიხარია, რომ ამნისტიის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც წინასაარჩევნოდ წამოსწია – არჩევნების წინა დღესაც რომ ხდებოდეს ამნისტია, მზად ვარ, მხარი დავუჭირო და შევაქო ის, ვინც ამას გააკეთებს