უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი ხელმძღვანელი ლაპარაკობს “უაღრესად კომპლექსურ” ფრონტის ხაზზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი ხელმძღვანელი, ოლექსანდრ სირსკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება უაღრესად გართულებულია, იმ ფონზე, როცა დამატებით ძალებს და შეიარაღებას ახმარს თავისი მიზნის მიღწევას – აღმოსავლეთში მდებარე უკრაინის ძალების ბასტიონების, ავდეევკის და კუპიანსკის დაკავებას.
, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დასავლეთის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებაზე, განიცდის ტყვია-წამლის და სამხედრო აღჭურვილობის ნაკლებობას ფრონტის ხაზზე და საჰაერო თავდაცვის სისტემებში – რუსეთის მხრიდან ყოველდღიური თავდასხმების პირობებში.
“საოპერაციო გარემო ძალიან კომპლექსური და ინტენსიურია. რუსი ოკუპანტები კვლავ აძლიერებენ ძალისხმევას და დიდი უპირატესობით სარგებლობენ სამხედროთა რაოდენობის მხრივ” – წერს ოლექსანდრ სირსკი ფეისბუკით, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ფრონტის ხაზი მოინახულა თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან ერთად.
რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა მეორე წლისთავს უახლოვდება. უკრაინის ძალები ცდილობენ გამოიზოგონ სამხედრო რესურსები, იმ ფონზე, როცა -ის მხრიდან მნიშვნელოვან დახმარებას ვაშინგტონში რესპუბლიკელი კანონმდებლები უქმნიან წინაღობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს