უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო შეტევა იყო, არის მსხვერპლი

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნიკოლაევზე ს სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ გამთენიისას ტელეგრამ-არხზე დაწერა ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა.
ოლქის ხელისუფლება დარტყმის კონკრეტულ ადგილს ჯერჯერობით არ ასახელებს.
მანამდე, ადგილობრივი დროით 03:32 საათზე ნიკოლაევის მერმა, ოლექსანდრ სენკევიჩმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში აფეთქებები იყო საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე.
ოქტომბრის დასაწყისიდან ს ჯარები უკრაინის სამხრეთში დრონებით და რაკეტებით თითქმის ყოველდღე უტევენ ნიკოლაევის და ოდესის ოლქებს.