უკრაინის უსაფრთხოების სამსახური – ტერორიზმთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებები ბუჩას განთავისუფლების წლისთავზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ტერორიზმთან დაკავშირებით ს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბუჩას განთავისუფლების წლისთავისა და იქ რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს.
„საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, კერძოდ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციაზე საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავიწყდება, რომ პუტინი ოფიციალურად არის შეყვანილი საერთაშორისო ძებნილთა სიაში – კერძოდ, მას ჰააგის ტრიბუნალში ელიან უკრაინელი ბავშვების გატაცებისთვის. ტერორიზმის შესახებ განცხადებები თავად ტერორისტული ქვეყნის მხრიდან განსაკუთრებით ცინიკურია ბუჩას გათავისუფლების წლისთავისა და იქ რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე. ჩვენ გვახსოვს ყველა დაღუპული უკრაინელი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მტერმა სამართლიანი ანგარიშსწორება მიიღოს“, – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი სიტყვა უმნიშვნელოა. „რუსეთის ფედერაციას რეალურად შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ერთი განცხადება, რომელიც ყურადღების ღირსია – გამოაცხადოს მთელ მსოფლიოს ომში დამარცხების და უკრაინის მიწიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ტერაქტის, მათ შორის 22 მარტს მომხდარი ტერაქტის კვალი, სავარაუდოდ, უკრაინისკენ მიდის, ამიტომ რუსეთი ითხოვს ამ მოვლენებში მონაწილე პირების ექსტრადიციას, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი მალიუკის ექსტრადიციას ს ხიდის აფეთქებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი – საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად

სალომე ქურასბედიანი – წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა, ეს მიდგომაც ნათლად მეტყველებს ე. წ. ობიექტურობაზე

სალომე ქურასბედიანი – ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას