უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი – ვლადიმერ პუტინმა, უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს

ს ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა, შეიძლება, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს,­ თუ რუსეთის არმია ში დამარცხდება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ლიტვინენკომ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუ რუსეთი კატასტროფული დამარცხების ზღვარზე აღმოჩნდება“, – განაცხადა ლიტვინენკომ.
მისი თქმით, ასეთმა დამარცხებამ, შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთის ფრონტების დაშლა, დეზერტირები ჯარიდან და პროტესტი მოსკოვში.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, არ არსებობს იმის ალბათობა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, სანამ რუსეთს ომში უპირატესობა აქვს.
ასევე, მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელსაც ნაკლები ძალა აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა სტრატეგიული ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რაც თითქმის უეჭველად, მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებას გამოიწვევს.
ლიტვინენკო ასევე განმარტავს, რომ რუსეთის დამარცხება უკრაინის ბრძოლის ველზე ავტომატურად არ გამოიწვევს მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, რადგან პუტინი შეიძლება შეეცადოს დაარწმუნოს თავისი ხალხი, რომ ასეთი დამარცხება რეალურად გამარჯვებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი ლილოში მომხდარ მკვლელობაზე – ქეთევან ჯავახიშვილს ჭრილობები კისრის, სახის, თავის, ზურგის, მუცლის არეში, ზედა და ქვედა კიდურებზე ჰქონდა მიყენებული, ის ოთარ ცინდელიანმა დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა

გურამ მაჭარაშვილი – ვენეციის კომისიაც კი იმ დღეში ჩააგდეს, რომ საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისკენ მოუწოდებენ – ახლა გამოვიდეს ოპოზიცია და თქვას, ეთანხმება ვენეციის კომისიას თუ არა