უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები – თავდაცვის ძალებმა მტრის 4 ვერტმფრენი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა, მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან, სარაკეტო ძალებთან და არტილერიასთან თანამშრომლობით, ს ფედერაციის ბელგოროდის ოლქში მტრის ორი Ka-52 ტიპის და ორი Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ვერტმფრენები სარაკეტო დარტყმით განადგურდა.
„მტერს ისევ ეგონა, რომ ღრმა ზურგში მიუწვდომელი იყო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის მიუწვდომელი არაფერია. გავაგრძელოთ მუშაობა!“- აცხადებენ სპეციალური ოპერაციების ძალებში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“