უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 41 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 42 უპილოტო საფრენი აპარატიდან 41 ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე წერს.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ნაწილები იღებდნენ მონაწილეობას.
რუსების შეტევის ძირითად მიმართულებას ოდესის ოლქი წარმოადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ