უკრაინის საჰაერო ძალები – ოდესის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 26 დრონი გავანადგურეთ

რუსულმა ძალებმა წუხელ ს რაკეტებით და Shahed-136/131 ტიპის 28 დრონით შეუტიეს და უკრაინელებმა 26 დრონის ჩამოგდება შეძლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოლეშჩუკის თქმით, რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში Х-22 ტიპის სამი რაკეტით, Х-31П ტიპის სარადარო რაკეტით და Shahed-136/131 ტიპის 28 დრონით მიიტანა. დრონები და რაკეტები შავი ზღვიდან, დან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს.
ოლეშჩუკის ინფორმაციით, დარტყმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, მობილური საცეცხლე ჯგუფები და თავდაცვის ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემები.
საჰაერო ძალების მეთაური აცხადებს, რომ დრონები ოდესის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში გაანადგურეს.