უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 103 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 103 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 154 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 103 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 51 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, ოდესის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასისა და კიევის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხერსონის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ოდესის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“შვი­დი თვე დიდი ომი, ბო­რო­ტე­ბის­გან და­ხო­ცი­ლი ხალ­ხი… მეფე არ და­ე­ცე­მა”. ექ­სპერტთა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს სტრი­ქო­ნე­ბი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე და­პი­რის­პი­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ აშშ-სა და ირანს შო­რის არ­სე­ბულ და­ძა­ბუ­ლო­ბას, ეს პროგ­ნო­ზი ბევ­რს ში­შის ზარს სცემს. “ფუტკრე­ბის გუნ­დი” – თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გია 500 წლის წინ? გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვია I:26 კატ­რე­ნი, სა­დაც ნოს­ტრა­და­მუ­სი წერს: “ფუტკრე­ბის დიდი გუნ­დი აღი­მარ­თე­ბა… ღა­მით კი – ჩა­საფ­რე­ბა”. ის­ტო­რი­კო­სე­ბი ამას ადრე შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ბრძო­ლებს უკავ­ში­რებ­დნენ, თუმ­ცა დღეს ინ­ტერპრე­ტა­ტო­რე­ბი ამა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­ნებს ხე­და­ვენ. უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის ზუ­ზუ­ნი და მათი “გუნ­დუ­რი” შე­ტე­ვე­ბი ღა­მის ცაზე ზუს­ტად იმე­ო­რებს ნოს­ტრა­და­მუ­სის მიერ აღ­წე­რილ სუ­რათს. მარ­სის გავ­ლე­ნა და “და­სავ­ლე­თის დუ­მი­ლი” კი­დევ ერთი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა მი­უ­თი­თებს პლა­ნე­ტა მარ­სის (ომის ღმერ­თის) პო­ზი­ცი­ა­ზე: “რო­დე­საც მარ­სი თა­ვის გზას ვარ­სკვლა­ვებს შო­რის იპო­ვის… სამი ცე­ცხლი აღი­მარ­თე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, მა­შინ როცა და­სავ­ლე­თი სი­ჩუ­მე­ში და­კარ­გავს სი­ნათ­ლეს”. ას­ტრო­ლო­გი­უ­რი გათ­ვლე­ბით, 2026 წელი სწო­რედ ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც გლო­ბა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის რის­კი პიკს აღ­წევს. “სამი ცე­ცხლი აღ­მო­სავ­ლე­თი­დან” შე­საძ­ლოა მი­უ­თი­თებ­დეს სამ დიდ კონ­ფლიქტზე ან ალი­ანსზე, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო წეს­რიგს შეც­ვლის. რა­ტომ ახლა? ნოს­ტრა­და­მუ­სის სა­ხე­ლი ყო­ველ­თვის მა­შინ ამო­ტივ­ტივ­დე­ბა ხოლ­მე, როცა მსოფ­ლიო კრი­ზი­სის წი­ნა­შე დგე­ბა. მას მი­ა­წე­რენ 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის, პრინ­ცე­სა დი­ა­ნას სიკ­ვდი­ლი­სა და პან­დე­მი­ე­ბის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­საც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკეპ­ტი­კო­სე­ბი მის ნა­წე­რებს “ბუნ­დო­ვან სიმ­ბო­ლიზმს” უწო­დე­ბენ, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე – რო­დე­საც აშშ-სა და ირა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა პიკს აღ­წევს – მე-16 სა­უ­კუ­ნის ას­ტრო­ლო­გის სი­ტყვე­ბი ბევ­რის­თვის სას­ტიკ გაფრ­თხი­ლე­ბად ჟღერს.