რუსული ძალებმა 28 მარტის ღამეს უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 163 დრონით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრში 89 დრონი ჩამოაგდო.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მტრის 51 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, სუმის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქები.
