უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას 139 დრონითა და ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს

რუსებმა ს 139 დრონითა და ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 25 მარტის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 139 Shahed-ის ტიპის დრონი გაუშვეს.
„მტრის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, სუმის, პოლტავის, კიროვოგრადის, ს, ჩერკასისა და ოდესის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 34 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.