უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 31 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 31 დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 34 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.
„თავდაცვის ძალების, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების და საჰაერო ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა პოლტავის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში Shahed-ის ტიპის 31 დრონი ჩამოაგდეს“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ს და ს კურსკის ოლქიდან გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ