უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 34 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 34 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 81 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 34 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 47 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.
ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში კერძო სახლები დააზიანა, რის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა