უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 14 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 14 დრონი ჩამოაგდეს.
„სულ, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში Shahed-ის ტიპის 14 დრონი განადგურდა. თავდასხმა საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მოიგერიეს“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 17 დრონი, 2 „ისკანდერ-კ“ ფრთოსანი და 1 „ისკანდერ-მ“ ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები და რაკეტები დროებით ოკუპირებული დან გაუშვეს.