უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 18 დეკემბრის ღამეს საოკუპაციო ძალების მიერ გაშვებული ხუთივე Shahed-ის დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.
უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს მიკოლაივის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას და ხმელნიცკის ოლქებში.
