უკრაინის სახელმწიფო ვალი $155.6 მილიარდამდე გაიზარდა

მიმდინარე წლის სექტემბერში, უკრაინის სახელმწიფო ვალი წინა თვესთან შედარებით, 0.56%-ით გაიზარდა და $155.6 მილიარდს მიაღწია – ამის შესახებ უკრაინული მედია ფინანსთა მინისტრის ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება.
სახელმწიფო ვალმა სექტემბერში 6,4 ტრილიონი უკრაინული გრივნა შეადგინა, რაც, მცირედით აღემატება აგვისტოს 6.37 ტრილიონი უკრაინული გრივნის მაჩვენებელს. აქედან პირდაპირმა საგარეო ვალმა $106.7 მილიარდი შეადგინა, საშინაო ვალმა კი $41.9 მილიარდი.
ukranews.com-ის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო ვალი 2023 წელს ჯამურად 30.4%-ით, რეკორდულ $145.3 მილიარდამდე გაიზარდა. 2022 წელს კი ზრდამ 13.66% შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური პროგნოზის ანგარიშის თანახმად, უკრაინის სახელმწიფო ვალი 2024 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 95.6%-ს მიაღწევს, 2025 წელს კი მას გადააჭარბებს და 106.6% იქნება.