უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის შექმნილი ჯგუფი მეოცე სხდომას გამართავს

დღეს გერმანიაში, რამშტაინის საავიაციო ბაზაზე, გაიმართება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის მე-20 სხდომა. ში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილი ჯგუფი 50-მდე ქვეყანას აერთიანებს.
სხდომას შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს. მას იმედი აქვს, რომ ევროპელ მოკავშირეებს დაარწმუნებს უკრაინის მხარდაჭერისადმი პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთგულებაში, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახსრები ვაშინგტონს ამოწურული აქვს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი ამ დრომდე უარს ამბობს კენჭისყრაზე გაიტანოს სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი უკრაინისთვის ახალი, 60-მილიარდიანი დახმარების შესახებ. ჯონსონი უკრაინის საკითხს უკავშირებს არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე პოლიტიკის გამკაცრებას და არასაკმარისად მიიჩნევს ამ მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს.
დემოკრატი პრეზიდენტი რამდენიმე თვეა ცდილობს კონგრესში მოწინააღმდეგეების დარწმუნებას, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება საჭიროა არა მხოლოდ რუსეთისგან უკრაინის დასაცავად, არამედ -ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.
მთავარი დონორის, აშშ-ისგან სამხედრო დახმარების გაგრძელების შეფერხება უკრაინის თავდაცვის ძალებზე უარყოფითად აისახება. უკრაინელ სამხედროებს მწირი რესურსებით ბრძოლა უწევთ.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022-2023 წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ