უკრაინის საგარეო უწყება – დმიტრო კულება ნატოს მოკავშირეებს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და უკრაინისთვის პრიორიტეტულ სამხედრო საჭიროებებს გააცნობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრიუსელს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„უკრაინული დიპლომატიის ხელმძღვანელი ნატოს მოკავშირეებს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას და უკრაინისთვის პრიორიტეტულ სამხედრო საჭიროებებს გააცნობს, ასევე, ნატოს ვაშინგტონის სამიტისთვის მოსამზადებელ 2024 წლის ადაპტირებულ ეროვნულ პროგრამას განიხილავს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დმიტრო კულება 28 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდება.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში კულება ორმხრივ შეხვედრებს ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო