უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტზე განცხადებას ავრცელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყებაში აღინიშნა, რომ ვიზიტი სთან შეთანხმებისა და კოორდინაციის გარეშე განხორციელდა.
„ჩვენი სახელმწიფოსთვის პრინციპი „არავითარი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, ურყევი რჩება და მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მკაცრად დაიცვას იგი“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ შვეიცარიაში გამართულმა მშვიდობის პირველმა გლობალურმა სამიტმა, რომელშიც უნგრეთმაც მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ ასზე მეტი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია მშვიდობის ხედვას იზიარებს, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და გაერო-ს ქარტიის პატივისცემაზე.
ვიქტორ ორბანი მოსკოვში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

2013 წლიდან ჩვენ დავიწყეთ დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, დღეის მონაცემებით, 18 ინიციატივაა განხორციელებული, მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული ბიუჯეტიდან, რამაც გარკვეული პოზიტიური შედეგი მოგვცა