უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

არ აღიარებს ამ ყალბ „არჩევნებს“ და განიხილავს მათ, როგორც ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე ს ფედერაციის მიერ პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის სისტემურ მცდელობას“, – წერია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, კერძოდ, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმების მკაცრ დაცვას, შეუძლია ხელი შეუშალოს მოსკოვის აგრესიულ გეგმებს აღადგინოს იმპერია სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე ომებისა და ეთნიკური წმენდის გზით.
„უკრაინა განუხრელად უჭერდა და დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს ოკუპირებული ს, საქართველო, და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ე.წ. „დამოუკიდებლობას“. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ხოლო რუს სამხედრო დამნაშავეებს უნდა დაეკისრონ უმკაცრესი პასუხისმგებლობა თავიანთ დანაშაულებზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
აფხაზეთში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 15 თებერვალს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო იმართება.
“არჩევნებში” ხუთი კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა, „საარჩევნო მარათონის“ ლიდერებად მიიჩნევიან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა.
ოკუპირებულ აფხაზეთში “საარჩევნო უბნები” ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა. კენჭისყრა საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.
“საარჩევნო სიის” თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 135 ათასამდე ამომრჩეველი.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა გადაწყვეტილება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო თანამდებობა დატოვა 2020 წელს არჩეულმა ასლან ბჟანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ