უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – მზად არის, ტერიტორიული საკითხები პუტინთან განიხილოს

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ტერიტორიული საკითხები პუტინთან განიხილოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც ტერიტორიულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ ის მზად არის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილოს. ტერიტორიულ საკითხებზე საუბრის დაწყების საფუძველი კი ამჟამად არსებული ფრონტის ხაზია“, – განაცხადა სერგეი კისლიცამ.
მისი თქმით, „უკრაინის მოსახლეობა მიწების მშვიდობის სანაცვლოდ გაცვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება“.
ასევე, კისლიცამ აღნიშნა, რომ თუ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არ შედგება, მაშინ „-მა დამატებითი სანქციები უნდა გამოიყენოს“.
„მაშინ რუსები ნამდვილად იგრძნობენ ტკივილს იმის გამო, რომ არ სურთ ის გზა გაიარონ, რომელიც რუსეთის ფედერაციას პრეზიდენტმა ტრამპმა შესთავაზა“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია