უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ახალწვეულთა დემობილიზაციის კანონპროექტს

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო საპრეზიდენტო კანონი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას აძლევს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 319-მა დეპუტატმა.
2023 წლის 24 ნოემბერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ წვევამდელები, რომელთა სამსახურებრივი ვადა უკვე დასრულებულია, უახლოეს მომავალში დემობილიზდებოდნენ. მაშინ მან აღნიშნა, რომ ახალწვეულებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურში დარჩენა სურთ, ჯართან კონტრაქტის გაფორმებას შეძლებდნენ.
ახალი კანონით, პირები, რომლებსაც სამხედრო სამსახურის გაგრძელების სურვილი არ ექნებათ, მომდევნო 12 თვის განმავლობაში მობილიზებულები არ იქნებიან.
2024 წლის 22 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, მ დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ომის დროს სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ახალწვეულთა დემობილიზავიას ითვალისწინებდა.