უკრაინის რადამ ვიცე-პრემიერი ალექსანდრე კუბრაკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პარლამენტმა ალექსანდრე კუბრაკოვი რეკონსტრუქციის საკითხებში ქვეყნის ვიცე-პრემიერის და უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ალექსანდრე კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი 272 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.
ცნობისთვის, 9 მაისს რადაში დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. თავად კუბრაკოვმა განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურსა და ფრაქცია „ხალხის მსახურს“ მასთან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება არ განუხილავთ. უკრაინულმა მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ხალხის მსახურის“ დეპუტატებმა თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ორ ცალკეულ განყოფილებად გაყოფასა და კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

ანა ნაცვლიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე ევროსაბჭოს წიაღში არსებული, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც მისივე განმარტებით, „უმძიმეს შეფასებებს“ მოიცავს