უკრაინის რადამ აშშ-სთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ -სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებული „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. დოკუმენტს მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა უკრაინისთვისაც და ამერიკისთვისაც.
„უახლოეს ხანებში უნდა დასრულდეს ყველანაირი ტექნიკური სამუშაოები და დავიწყებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, – თქვა მან.
შეთანხმებას ვაშინგტონში 30 აპრილს მოაწერეს ხელი უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
დოკუმენტის თანახმად:
· იქმნება რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი, რომელიც დააფინანსებს წიაღისეულის მოპოვებას, ენერგეტიკას, ინოვაციების დანერგვას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ომით დანგრეული ქვეყნის აღდგენას.
· სასარგებლო წიაღისეულის მარაგები თუ ტერიტორიული წყლები რჩება უკრაინის საკუთრებაში. წყვეტს, რა ადგილებში უნდა მოხდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.
· უკრაინის საკუთრებაში რჩება სახელმწიფო კომპანიები; არ იზღუდება უკვე დაწყებული პროექტები და პრივატიზაციის პროცესი.
· უკრაინა ფონდში შეიტანს 50%-ს ქირის, ლიცენზიების თანხიდან და გამოყოფილ ადგილებზე მოპოვებული ნედლეულის გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან.
· აშშ-ს ფონდში შენატანად ჩაეთვლება უკრაინისთვის სამომავლოდ მიწოდებული ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარება.
დოკუმენტში მითითებულია, რომ შეთანხმებული პირობები არ ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას, ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს და მის მიზანს – გაწევრიანდეს ევროკავშირში.
ფორუმი