უკრაინის პრემიერი ცდილობს ახალი, უფრო მასშტაბური სამშვიდობო სამიტის გამართვას

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა 10 სექტემბერს იმედი გამოთქვა, რომ გაიმართება რუსეთთან ომის დასრულების მიზნით მოწვეული მეორე სამშვიდობო სამიტი, რომელშიც შვეიცარიაში გამართულ მსგავს შეხვედრაზე ბევრად უფრო მეტ სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას.მთავრობაში ცვლილებების შემდეგ თავისი პირველი პრესკონფერენციის დროს უკრაინის პრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმედი აქვს, შემდგომი სამიტი წლის ბოლოსთვის გაიმართოს და მასში 150 ქვეყანა იქნება ჩართული.
შვეიცარიის სამიტზე მ მიაღწია, რომ 80-მა სახელმწიფომ გამოთქვა მოწოდება: ნებისმიერი შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს.
ს ოფიციალური წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მიუწვევიათ. ჩინეთმა მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
კიევში პრესკონფერენციაზე შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინამ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზარდა იარაღის წარმოება და იმედი აქვს, რომ წლის ბოლოსთვის მილიონამდე დრონს გამოუშვებს.
უპილოტო აპარატები რუსეთის უფრო ძლიერ ძალებთან დაპირისპირების უმთავრესი საშუალებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კოლეგებთან ერთად, მე დღეს შირაქის ველზე ვარ, ოპოზიციიდან კი გახარია ბერლინშია, „ნაცები“ ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად, მაგრამ არ არიან ქართველ ხალხთან – უნდათ, კომფორტში, ასფალტზე იყვნენ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის