უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს მობილიზაციის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა მ ხელი მოაწერა კანონს მობილიზაციის შესახებ. ის ხელმოწერიდან ერთი თვის შემდეგ, 16 მაისს შევა ძალაში.
კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად აწესებს საბაზისო სამხედრო სამსახურს ხუთი თვით მშვიდობიან დროს და სამი თვით – ომის პერიოდში. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საბაზისო საერთო-საჯარისო მომზადებას – 2025 წლის შემდეგ ის უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამის ნაწილი იქნება.
მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, შექმნან წვევამდელთა ელექტრონული კაბინეტები, სამხედრო კომისარიატებს მათი გზით შეეძლებათ გაწვევის ელექტრონული უწყებების დაგზავნა. საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელები 60 დღის ვადაში უნდა დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე ში.
სამხედრო სამსახურში შეიძლება გაიწვიონ პირები, რომლებსაც პირობით აქვთ მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, გარდა იმათი, ვინც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული.
იმათი უფლებები, ვინც თავს აარიდებს მობილიზაციას, შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, მათ შეიძლება ჩამოართვან ავტომობილის მართვის უფლება. გაიზრდება ჯარისთვის თავის არიდებისთვის დაწესებული ჯარიმები.
11 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო წაკითხვით მოიწონა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი. დოკუმენტს ხმა მისცა 283-მა დეპუტატმა – მმართველი პარტია „ხალხის მსახურისა“ და სხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციურმა „ევროპულმა სოლიდარობამ“ და „ბატკივშჩინამ“.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის