უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის მილოცვა გაავრცელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის მილოცვა გაავრცელა.
მისალოც წერილში ტრამპი წერს, რომ პატივს სცემს უკრაინის ბრძოლას და მხარს უჭერს ისეთ შეთანხმებას, რომელიც გამოიწვევს ხანგრძლივ, მდგრად მშვიდობას.
„ამერიკელი ხალხის სახელით გიგზავნით მილოცვას და თბილ სურვილებს თქვენ და უკრაინის მამაც ხალხს.
უკრაინელ ხალხს გაუტეხელი სული აქვს და თქვენი ქვეყნის გამბედაობა ბევრისთვის შთაგონების წყაროა. ამ მნიშვნელოვან დღეს, იცოდეთ, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს თქვენს ბრძოლას, პატივს სცემს თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი, როგორც დამოუკიდებელი ერის მომავლის.
ახლა არის მომენტი, რომ დასრულდეს უაზრო მკვლელობა. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლაპარაკებებს ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც გამოიწვევს ხანგრძლივ, მდგრად მშვიდობას, დაასრულებს სისხლისღვრას და დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ღირსებას“, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია