უკრაინის პრეზიდენტი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩვენმა ერებმა ყველაფერი ძალიან კარგად იციან, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა არა მინიჭებული, არამედ მოპოვებულია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, წერს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ის ქართველებს კეთილდღეობას, სახელმწიფოს გაძლიერებას და თავისუფალ ქვეყნებთან კავშირებს უსურვებს.
„გულთბილად ვულოცავ მეგობარ ქართველ ხალხს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენმა ერებმა ყველაფერი ძალიან კარგად იციან, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა არა მინიჭებული, არამედ მოპოვებულია.
ვუსურვებ ქართველ ხალხს კეთილდღეობას, მათი სახელმწიფოს გაძლიერებას და ყველა დანარჩენ თავისუფალ ქვეყნებთან კავშირებს. ასევე ვისურვებ, რომ გასაოცარი ქართული კულტურა, იდენტობა და სტუმარმასპინძლობა კიდევ უფრო გამრავლდეს წლებთან ერთად.
ჩვენი მეგობრული კავშირების ჩვენს ხალხებს შორის გაძლიერებით, ჩვენი ორივე ქვეყანა იქნება თავისუფალი, მშვიდობიანი და აყვავებული. საქართველოს გაუმარჯოს”, – წერს ზელენსკი X-ში.