უკრაინის პრეზიდენტი – უკრაინას თავისი წითელი ხაზები აქვს – ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და იურიდიულად არაფრის აღიარებას არ აპირებს

რა თქმა უნდა, უკრაინას თავისი წითელი ხაზები აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისა და -ის დელეგაციებს შორის შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო, რადგან ახლა -ის წარმომადგენლებს უკრაინის წითელი ხაზების შესახებ უკეთესი წარმოდგენა აქვთ.
„ვფიქრობ, შეხვედრები მათ ბევრი დეტალის გაგებაში დაეხმარათ, კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის გვჭირდება ეს გარანტიები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და იურიდიულად არაფრის აღიარებას არ აპირებს“.
„ტერიტორიებთან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ერთად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო იყოს. ეს კი, პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპზეა დამოკიდებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება