უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად მიიღო აშშ-სგან „ომის დასრულების გეგმა“ და მის განხილვას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
„უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკული მხარისგან ოფიციალურად მიიღო გეგმის პროექტი, რომელსაც, ამერიკული მხარის შეფასებით, დიპლომატიის გააქტიურება შეუძლია.
უკრაინის პრეზიდენტმა პრინციპული საფუძვლები დახაზა, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის, და დღევანდელი შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ გეგმის პუნქტებზე მუშაობაზე ისე, რომ ამან ომის ღირსეული დასასრული მოიტანოს.
უკრაინა რუსული შემოჭრის პირველივე წამებიდან მშვიდობისკენ მიისწრაფვის, ყველა შინაარსიან წინადადებას ვუჭერთ მხარს, რომლებსაც ნამდვილი მშვიდობის მოტანა შეუძლია. უკრაინა წლის დასაწყისიდან მხარს უჭერდა პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებს, რათა სისხლისღვრა დასრულებულიყო. ახლაც მზად ვართ კონსტრუქციულად ვიმუშაოთ ამერიკულ მხარესთან და ჩვენს პარტნიორებთან ევროპასა და მსოფლიოში, რათა შედეგი მშვიდობა იყოს.
უკრაინის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გეგმავს პრეზიდენტ ტრამპთან არსებული დიპლომატიური შესაძლებლობებისა და ძირითადი პუნქტების განხილვას, რომლებიც მშვიდობისთვისაა საჭირო“, – ნათქვამია განცხადებაში.




