უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უარყოფენ, რომ ზელენსკიმ ზალუჟნი დაითხოვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ, რომ მ გენერალი გაათავისუფლა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან.
ცნობები, რომ ზელენსკიმ ზალუჟნი დაითხოვა, 29 იანვარს გავრცელდა ტელეგრამ-არხებით და ზოგიერთი უკრაინული მედიასაშუალებით. იგივეს აცხადებდა უკრაინის პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატიც.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ ზალუჟნი „გამოიძახეს და სხვა თანამდებობა შესთავაზეს, შესაძლოა, სადმე ელჩადაც“, მაგრამ მან უარი თქვა. წყარომ დაადასტურა, რომ თანამდებობიდან ზალუჟნის გათავისუფლების ბრძანება არ არსებობს.
29 იანვარს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერჰი ნიკიფოროვმა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ პრეზიდენტს მთავარსარდალი არ დაუთხოვია. თავად ვოლოდიმირ ზელენსკის გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ტრადიციული, ყოველდღიური ვიდეომიმართვისას ვალერი ზალუჟნის შესახებ არაფერი უთქვამს.
2023 წლის ბოლოს, უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებები არაერთხელ იუწყებოდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის კონფლიქტია. წყაროთა თანახმად, ზელენსკი გაღიზიანებული იყო ზალუჟნის მზარდი პოპულარობით და გენერლის საჯარო განცხადებით ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ.
2023 წლის ნოემბერში, გენერალმა ზალუჟნიმ გამოცემა The Economist-ს განუცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია ჩიხში შევიდა და იმის გამო, რომ და ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთნაირად აღჭურვილი არიან, ომი პოზიციური ბრძოლის ეტაპზე გადავიდა. შეფასებას პატური სიტუაციის შესახებ, ზელენსკი არ დაეთანხმა. მოგვიანებით, გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, ომით აღარ უნდა დაკავდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ზელენსკისა და ზალუჟნის კონფლიქტს უარყოფდნენ.
50 წლის ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია 2021 წლის ივლისიდან. გენერალი, რომელმაც თავის გუნდთან ერთად შეძლო რუსეთის არმიის შეკავება და დაპყრობილი რაიონების ნაწილის დაბრუნება, უკრაინში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია.