უკრაინის ომბუდსმენი – რუსებმა უკრაინელი ომის ტყვეები სიკვდილით დასაჯეს – გაერო-ს და „წითელ ჯვარს“ წერილები გავუგზავნე

რუსები აგრძელებენ უკრაინელი ომის ტყვეების მკვლელობას. სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს რუსების მიერ დატყვევებული უიარაღო უკრაინელი სამხედროების სავარაუდო სიკვდილით დასჯა, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა, კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
„გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია მინიმუმ 5, სავარაუდოდ მოკლული, ომის ტყვე. კიდევ ერთხელ ვხედავთ რუსეთის არმიის მხრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცინიკურ უგულებელყოფას“”, – აღნიშნა ომბუდსმენმა.
მისი თქმით, გაერო-სა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ წერილები გაუგზავნა, რათა ომის დანაშაულის დაფიქსირება უზრუნველყოფილიყო.
„მათ, ვინც ბრძანებებს გასცემენ და ახორციელებენ ასეთ სისასტიკეს, პასუხი მთელი სიმკაცრით უნდა აგონ“, – აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…