უკრაინის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა რუსული დრონებით შეტევის შედეგად

ში, სადაც ელექტროენერგიის მიწოდების მკაცრი გრაფიკი მოქმედებს, ენერგომომარაგება სრულად შეუწყდა სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებს.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს” ინფორმაციით, გასულ ღამით ს ჯარებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე. მათი დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეწყდა ოთხ რეგიონში.
უკრაინის ენერგოკომპანიის თანახმად, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობას იძლევა უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში ს ჯარებმა ს შეუტიეს 110 უპილოტო საფრენი აპარატით. დილის ცხრა საათისთვის სარდლობას დადასტურებული ჰქონდა 84 რუსული დრონის ჩამოგდება და 24-ით პირდაპირი დარტყმა 9 ადგილზე.
რუსეთის ჯარებმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება დაიწყეს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე. შეტევა ინტენსიური ხდება ხოლმე ზამთრის მოახლოებისთანავე, რაც ენერგოკრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
ფორუმი