უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, სარაკეტო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრიანული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა.
რაკეტები დაფიქსირდა ხარკოვის ოლქის სამხრეთით, ასევე სუმის ოლქში და უკრაინის სხვა ტერიტორიაზე.
სამხედროებმა ჩერნიგოვის რაიონის ქალაქ პრილუკის მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას