უკრაინის მესამე თავდასხმის ბრიგადა – რუსეთი ავდიიკვას კოქსის ქარხანას ფოსფორის საბრძოლო მასალით ბომბავს

რუსი ოკუპანტები ავდიივკას კოქსის ქარხნის ფოსფორის ჭურვებით დაბომბვას განაგრძობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ქალაქს იცავს.
მათივე ინფორმაციით, რუსები ყოველდღიურად ათობით საავიაციო ბომბს ესვრიან საწარმოს. გარდა ამისა, საარტილერიო დაბომბვა არ წყდება.
„60 საავიაციო ბომბი – დღე და ღამ, მტრის დაბომბვა არტილერიიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. უწყვეტი თავდასხმები ჯავშანმანქანებზე და მტრის ქვეითი ჯარის შეჭრა. ოკუპანტები იყენებენ ფოსფორის ჭურვებს, რაც იწვევს საწვავის ავზების აალებას. ტოქსიკური სმოგი ქარხნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება“, – აცხადებენ მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადაში.
მათივე ინფორმაციით, ქვედანაყოფები აგრძელებენ მტრისთვის ადეკვატური წინააღმდეგობის გაწევას, თავდაცვის ოპერაციას და მტერს რეკორდულ დანაკარგებს აყენებენ. მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ავდიივკას მიმართულებით უკრაინელი დამცველები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეკავებას, რომელიც ქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობებს არ წყვეტს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ