უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი – რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის 4 ოლქში დაარტყა

რუსმა სამხედროებმა დღეს დილით უკრაინის ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვისა და ს ოქლებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო იუწყება.
„მტერი ისევ უტევს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას! ისინი თავს დაესხნენ გენერაციის ობიექტებსა და გადამცემ სისტემებს ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვისა და კიევის ოლქებში“, – აცხადებს მინისტრი.
მისი თქმით, სპეციალისტები შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
მანამდე, კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები თავს დაესხნენ კიევის ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. რუსებმა ასევე ქალაქ ხარკოვისა და ხარკოვის ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე 10 თავდასხმა განახორციელეს.