უკრაინის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული
უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო აცხადებს, რომ აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.
„ჩვენმა ტექნიკურმა გუნდებმა ძალიან საფუძვლიანად იმუშავეს შეთანხმებაზე. არის მნიშვნელოვანი პროგრესი. იურისტებმა სწორი აქცენტები გააკეთეს შეთანხმების პროექტში. მადლობა მოლაპარაკებებში მონაწილე ორივე გუნდს“, – წერს სვირიდენკო.
როგორც უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, გუნდები კიდევ იმუშავებენ შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზე, თუმცა უმეტესი ნაწილი უკვე დამუშავებულია.
„უახლოეს მომავალში ვემზადებით შეთანხმების ფორმალიზაციის დასრულებისთვის“, – აღნიშნა იულია სვირიდენკომ.
