უკრაინის დრონებით პირველად განხორციელდა იერიში დაღესტნის ტერიტორიაზე

დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტმა მუშაობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა დრონებით განხორციელებული იერიშის გამო – ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებებს აცნობა აეროპორტის დირექტორმა, საიდ რამაზანოვმა.
მანამდე დაღესტნის რესპუბლიკის ხელმძღვანელი, სერგეი მელიკოვი ტელეგრამით წერდა, რომ ქალაქ კასპიისკის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ნგრევის და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაღესტნის ტერიტორიაზე ეს პირველი შეტევაა დრონებით, ში ს მიერ წარმოებული ომის დაწყების შემდეგ.
ქალაქის თავზე მფრინავი დრონი თვითმხილველებმა გადაიღეს, გამოცემა Astra აქვეყნებს სულ მცირე ორი დრონის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს. ერთი მათგანი მშენებლობის თავზე ჩამოაგდეს, მეორე ნავსადგომთან ჩამოვარდა.
Baza წერს, რომ დრონებით განხორციელებული შეტევის გამო მაჰაჩყალის აეროპორტში სამი რეისის გაფრენა შეაჩერეს.
კასპიისკში განლაგებულია რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა. ქალაქი კასპიის ზღვის ნაპირზე მდებარეობს, მაჰაჩყალიდან 20-მდე კილომეტრის მოშორებით.
კასპიისკიდან უკრაინის მიერ კონტროლირებულ უახლოეს ტერიტორიამდე მანძილი ათას კილომეტრზე მეტია. ვარაუდობენ, რომ დაღესტანზე იერიში შესაძლო განხორციელდა А-22-ის ტიპის დრონით – როგორიც მაისში თათრეთის თავზე ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება უკრაინის ორი დრონის ჩამოგდებაზე, კურსკის და ორლოვსკის ოლქების თავზე. დაღესტანზე ამ განცხადებაში საუბარი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას – ამ არჩევანმა წერტილი უნდა დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა

ნათია მეზვრიშვილი – ეს არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება – ყველაფერი მიმართული იქნება იქითკენ, რომ გამოძიებამ დაადგინოს, თქვენ ყველას მოგეჩვენათ, არანაირი მტკიცებულება არავის აქვს და არჩევნები არ გაყალბებულა