უკრაინის დახმარების მხარდაჭერის სანაცვლოდ, EU-მ უნგრეთს გაყინული აქტივები არ გაუთავისუფლა – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით, წერს: “ბუდაპეშტს კვლავ არ სურს შეასრულოს ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტები, ასე რომ, უნგრეთი არ მიიღებს 6,3 მილიარდ დოლარს პან-ევროპული ბიუჯეტიდან, რომელიც ქვეყნისთვის 2022 წელს დაიბლოკა”.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთმა დახმარების პაკეტს გასულ დეკემბერში ვეტო დაადო და უკრაინისთვის 50 მილიარდიან დახმარებაზე თანხმობისთვის EU-თან “ვაჭრობდა”.