უკრაინის დახმარება ნატოს ყურადღების ცენტრში რჩება

იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი თავისი თანაპარტიელების მხრიდან დან გამოთიშვის მოწოდებებს ისმენს, ნატოს ლიდერები ხუთშაბათს ვაშინგტონის სამიტს დაასრულებენ უკრაინისადმი დახმარების ნათელი ფოკუსით და წინააღმდეგობით იმის მიმართ, რასაც მოკავშირეები ევროპის მიმართ მზარდ რუსულ საფრთხეს უწოდებენ.
უკრაინისადმი მიძღვნილ სესიამდე, ნატოს 32 წევრი ქვეყნის და ევროკავშირის ლიდერები შეხვდებიან პარტნიორებს, ე.წ. „ინდო-წყნარი ოკეანის ოთხეულს“ ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას და სამხრეთ კორეას. მოსალოდნელია, რომ მსჯელობის ყურადღების ცენტრში იქნება საფრთხის აღქმა, რომელსაც ჩინეთი და ორივე რეგიონს უქმნის.
81 წლის ბაიდენი იშვიათ სოლო პრეს-კონფერენციას ჩაატარებს და მოსალოდნელია, რომ ჟურნალისტები კითხვებს საპრეზიდენტო არჩევნებში მის კანდიდატურაზე დაუსვამენ, მიუხედავად იმისა, რომ იმედი აქვს ამ თემიდან გადართვას მოახერხებს.
ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ -ში ნოემბრის არჩევნებმა შესაძლოა ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის და ნატოს დახმარება მკვეთრად შეცვალოს. 78 წლის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების მოკავშირეების დახმარება და უკრაინისთვის გაწეული დახმარების ოდენობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ნატოს ლოდერებთან ორსაათიანი სესიის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივან სტოლტენბერგთან ერთად პრეს-კონფერენციას გამართავს. ოთხშაბათს ზელენსკი ორივე პარტიის წარმომადგენელ კანონმდებლებს შეხვდა. უკრაინის ლიდერი ცდილობს ამერიკის ორივე პოლიტიკური ბანაკის კანონმდებლებთან მჭიდრო კავშირები დაამყაროს იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპს ხელახლა აირჩევენ. ზელენსკი შეხვდა კონგრესის ლიდერებს, რომლებიც თავდაცვის, ბიუჯეტის, დიპლომატიის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რეპუბლიკელი მაიკ ჯონსონი კიევში მიიწვია.