უკრაინის დახმარებაში საფრანგეთისთვის წითელი ხაზები არ არსებობს – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო პროგრამაზე, Journal de 20 heures-ზე ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერის მხრივ წითელი ხაზების გავლება სთვის სისუსტის ჩვენება იქნება. მისივე თქმით, ომში საფრანგეთის მხრიდან სამხედრო ჩარევის საჭიროება ამჟამად არ არსებობს, თუმცა მდგომარეობა მრავალმხრივ შეიძლება შეიცვალოს და წინასწარ საკუთარი თავისთვის ლიმიტების დაწესება დამარცხების ტოლფასია.
„თუ სიტუაცია გართულდება, ჩვენ მზად ვიქნებით და არ დავუშვებთ რუსეთის გამარჯვებას“. – თქვა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, თუკი რუსეთი გაიმარჯვებს, საფრანგეთის მოქალაქეების ცხოვრებას მკვეთრად შეიცვლება და მთლიანად ევროპის სანდოობა და უსაფრთხოება საფრთხის წინაშე დადგება.
„თქვენ როგორ ფიქრობთ, პოლონელები, ლიტველები, ესტონელები, რუმინელები ან ბულგარელები მშვიდად იქნებიან? (რედ. – ში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში) თუ რუსეთი ამ ომს მოიგებს, ევროპის სანდოობა ნულამდე დავა”. – თქვა მაკრონმა.
პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებსაც შეეხო, რომლებმაც საფრანგეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს და თქვა, რომ „უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა ან მისგან თავის შეკავება არა მშვიდობის, არამედ მარცხის არჩევაა“. მისივე თქმით, ისინი, ვინც რუსეთის თავდასხმის ფონზე უკრაინის მხარდაჭერაზე „ლიმიტების” დაწესებას ემხრობიან, “სუვერენიტეტის მიტოვებას ირჩევენ”.
„მშვიდობა უკრაინის კაპიტულაცია არ არის“. – თქვა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..