“უკრაინის დახმარებაზე წითელი ხაზები აღარ არსებობს” – მაკრონი პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

“უკრაინის დახმარებაზე წითელი ხაზები აღარ არსებობს”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი საპარლამენტო პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას ამბობს.
როგორც ფრანგული გამოცემა Le monde წერს, ელისეს სასახლეში შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ში მიმდინარე მოვლენები იყო. შეხვედრა კი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 27 თებერვალს, მაკრონმა უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
შეხვედრის შემდეგ ნაციონალური საბჭოს პრეზიდენტმა ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ მაკრონის პოზიციით აღელვებულია: “მაკრონმა განმარტა, რომ უკრაინის დახმარების კუთხით საფრანგეთს საკუთარი თავისთვის ლიმიტი არ დაუწესებია”.
კომუნისტური პარტიის მდივანმა ფაბიენ რუსელმა კი განაცხადა: “საფრანგეთის პოზიცია შეიცვალა, წითელი ხაზები აღარ არსებობს, შეზღუდვები აღარ არსებობს.”

ასევე დაგაინტერესებთ

რესან ქიქავა: თუ შენ იხდი გადასახადებს – თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით – როგორც მოქალაქე, ისე როგორც ბიზნესი – და თუ შენ იმის თავიც არ გაქვს, რომ საით მიიმართება შენ მიერ გადახდილი გადასახადები, ამაზე ხმამაღლა ისაუბრო…