უკრაინის დახმარებაზე შეთანხმება წელს არ მოხდება – აშშ-ის სენატი

შეერთებული შტატების სენატი უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გათვალისწინებულ კანონპროექტს კენჭს მომავალი წლის დასაწყისამდე არ უყრის. განცხადებას წამყვანი ამერიკელი სენატორები ავრცელებენ. სენატის შემდეგ, საკითხი წარმომადგენელთა პალატაში უნდა განიხილონ.
სენატის ლიდერების თქმით, საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით, დემოკრატ და რესპუბლიკელ სენატორებს შორის მოლაპარაკება ჯერ კიდევ გრძელდება. პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, ისრაელის დახმარება და ამერიკის საზღვრების უსაფრთხოების დაცვაც ერთიანდება.
“ჩვენი მომლაპარაკებლები ძალიან, ძალიან გულმოდგინედ იმუშავებენ დეკემბრისა და იანვრის არდადეგების განმავლობაში და ჩვენ გადაწყვეტილების მიღებას დაბრუნებისთანავე ვისახავთ მიზნად”, – უთხრა ჟურნალისტებს ჩაკ შუმერმა, სენატის დემოკრატმა ლიდერმა 19 დეკემბერს.
პალატის რანგით მეორე რესპუბლიკელმა ჯონ თუნმაც აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა იანვრამდე არ მოხდება. “დემოკრატებს ამოეწურათ ყველა საშუალება, საზღვრის უსაფრთხოებაზე გონივრული შეთანხმების მიღწევა შობამდე შეუძლებელი ხდება“, – თქვა მან სენატის დარბაზში.
ერთობლივ განცხადებაში, რომელიც შუმერმა სენატის რესპუბლიკელთა ლიდერ მიტჩ მაკკონელთან ერთად გააკეთა, სენატორები ამბობენ, რომ მოლაპარაკებებში “გამამხნევებელ პროგრესს” მიაღწიეს. მაგრამ, მათი განცხადებით, ჯერ კიდევ რჩება “პრობლემური საკითხები”, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია.
კანონპროექტის ინიცირებისას, თეთრმა სახლმა გააფრთხილა კონგრესის ორივე პალატა, რომ უკრაინისთვის განსაზღვრული ამერიკული დახმარების ბიუჯეტი ამ წლის ბოლომდე ამოიწურება. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის მხარდასაჭერად, დაახლოებით 61 მილიარდი დოლარი მოითხოვა.
რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა კანონპროექტში ამერიკის საზღვრებზე უსაფრთხოების გაძლიერების დაფინანსების შეტანა მოითხოვეს. რაც შეეხება ისრაელის დახმარებას, ამ საკითხზე კონგრესში პარტიებს შორის გაცილებით ნაკლები წინააღმდეგობაა.
მალე ორი წელი შესრულდება, რაც ს სრულმასშტაბიან თავდასხმას უმკლავდება და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას ცდილობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირებაა ევროპის კონტინენტზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს