უკრაინის დაზვერვის ცნობით, ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში „კადიროველები“ ააფეთქეს

ოთხი „კადიროველი“ ოფიცრის აფეთქების შესახებ დღეს, 22 მაისს იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო. მისი ინფორმაციით, ავტომანქანა „УАЗ Patriot“-ი 20 მაისს აფეთქდა ხერსონის ოლქის სკლადოვსკის რაიონთან.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ავტომობილში იმყოფებოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების ე.წ. ქვედანაყოფის, „ახმატის“ ოთხი ოფიცერი და ვერცერთი ვერ გადარჩა.
დაზვერვის მთავარი სამმართველო პირდაპირ არ ამბობს, რომ აფეთქება უკრაინის ოპერაცია იყო, თუმცა, აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ ყველა სამხედრო დანაშაულს სამართლიანი ანგარიშსწორება მოჰვება.
ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა უკრაინასთან საომრად 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შექმნა მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ბატალიონები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა