უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველო – უკრაინელებმა Magura V5-ი დრონით რუსული Mi-8 ტიპის ორი ვერტმფრენი გაანადგურეს

საზღვაო დრონმა Magura V5-მა, რომელიც აღჭურვილი იყო სარაკეტო იარაღით, ორი Mi-8 ტიპის ვერტმფრენის განადგურება მოახერხა, – ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„განახლებული მონაცემებით, შავ ზღვაში, დროებით ოკუპირებულ ყირიმის მახლობლად, დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმატებული ოპერაციის შედეგად, 2024 წლის 31 დეკემბერს „ჯგუფი 13-ის“ სპეცრაზმელებმა, რაკეტებით აღჭურვილი საზღვაო დრონით, Magura V5-ით, რუსული Mi-8 ტიპის ორი ვერტმფრენი გაანადგურა“, – აცხადებენ დაზვერვის მთავარ სამმართველოში.
ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, ლიკვიდირებული არიან აღნიშნული ვერტმფრენების ეკიპაჟებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: მისი შვილი ვიყავი მე, შვილობილი და 10-15 წუთი დამჭირდა, რომ შემოვეშვი, გზა გამეგო საიდან უნდა შევსულიყავი და შეიძლებოდა თუ არა შემოვსულიყავი. წირვა დაიწყო და მე ახლა თქვენს წინ ვდგავარ, იმიტომ, რომ ვერ შემოვედი