უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი – ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა მალე რუსეთში კიდევ დაახლოებით 6 000 ჯარისკაცი, ასევე 50-დან 100 ერთეულ სამხედრო ტექნიკა გაგზავნოს

ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა მალე რუსეთში კიდევ დაახლოებით 6 000 ჯარისკაცი, ასევე 50-დან 100 ერთეულ სამხედრო ტექნიკა გაგზავნოს, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა The Japan Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბუდანოვის თქმით, ჩრდილოეთ კორეის დანაყოფები ოფიციალურად გამოცხადებულია საინჟინრო ჯარებად და ისინი ამჟამად რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფებიან.
ბუდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებასაც.
მისივე თქმით, მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოსკოვი ფხენიანს ფულით, ტექნოლოგიებით და წვრთნებით უზრუნველყოფს

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე