უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვში რუსი სამხედროების კუთვნილი Ка-32 ვერტმფრენი გაანადგურეს

მოსკოვის ოსტაფიევოს აეროდრომზე რუსი სამხედროების კუთვნილი Ка-32 ტიპის ვერტმფრენი განადგურდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, აეროდრომი ეკუთვნის ს თავდაცვის სამინისტროს და „გაზპრომავიასთან“ ერთად მუშაობს, რომელიც „გაზპრომის“ სტრუქტურაში შედის.
„განადგურებულ საავიაციო ტექნიკას აგრესორი სახელმწიფო ს საოკუპაციო არმიის ოპერაციების მხარდასაჭერად იყენებდა“, – განმარტავენ უკრაინის დაზვერვის სამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას