უკრაინის დაზვერვა – ლიპეცკის აეროდრომზე, სპეცოპერაციის შედეგად, მტრის „სუ-30“ და „სუ-27“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავები დაიწვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ლიპეცკში ს სამხედრო აეროდრომზე წარმატებული ოპერაცია განახორციელეს, რის შედეგადაც მტრის „სუ-30“ და „სუ-27“ ტიპის ორი მოიერიშე თვითმფრინავი განადგურდა.
უწყების ცნობით, 20-21 დეკემბრის ღამეს ლიპეცკის მახლობლად მდებარე ს სამხედრო აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა და მტრის კუთვნილი ძვირადღირებული „სუ-30“ და „სუ-27“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები დაიწვა.
„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, აგრესორის ორივე სამხედრო თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა. მათი სავარაუდო ჯამური ღირებულება 100 მილიონ დოლარამდეა“, – აცხადებენ უწყებაში.
მათი ინფორმაციით, ლიპეცკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სპეცოპერაციის დაგეგმვას ორი კვირა დასჭირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ახალაიას დაკავების მიზეზია, დღის წესრიგში არ იყოს ლილუაშვილის საქმე, რომ წლები ივანიშვილის გუნდი „დიფსთეითის“ აგენტებისგან შემდგარი ან კორუმპირებული ყოფილა, ეს არის თემის გადაფარვა – ლილუაშვილს ახლა ალბათ „ნაცად“ ასაღებენ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე